უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დაასახელა პირობები, რომელიც ზეგავლენას იქონიებს ვითარებაზე, რომლის შედეგადაც უკრაინა ყირიმს დაიბრუნებს.
ზელენსკის თქმით, ყირიმის გათავისუფლებისათვის უკრაინას ორი გზა აქვს - სამხედრო და დიპლომატიური. თუმცა საბოლოო ჯამში ამა თუ იმ გზის არჩევანი ზეგავლენას მოახდენს მტრის ქმედებებზე.
„ამ საკითხის გადაწყვეტა {ყირიმის დეოკუპაცია} შესაძლებელია დიპლომატიური ან სამხედრო გზით. თუ რუსეთის არმია ნახევარკუნძულს დატოვებს შემდგომი ზეწოლის გარეშე, ეს სოცოცხლეს გადაარჩენს“, - განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ დონბასისა და ყირიმის დაბრუნების გარეშე მტკიცე მშვიდობა არ იქნება არც უკრაინაში და არც ევროპულ სივრცეში. მისივე განცხადებით, კიევი და მისი საერთაშორისო პარტნიორები არ აღიარებენ რუსეთის „უფლებებს“ ამ ტერიტორიებზე, ამიტომ მუდმივად იქნება ქაოსი.