ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს ემუქრება არა სალომე ზურაბიშვილი, არამედ "ქართული ოცნება", - ამის შესახებ გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მიხაილ როტი ტვიტერში წერს.
ის ეხმიანება „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას, საქართველოს პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებაზე.
"ქართული ოცნება ემუქრება ქართველი ხალხის ევროპულ ოცნებას. მე სოლიდარობას ვუცხადებ სახელმწიფოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს, ნამდვილ ევროპელ ლიდერს. ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს ემუქრება არა ის, არამედ "ქართული ოცნება", საქართველოს ორბანიზაცია + ეს იმპიჩმენტის მცდელობა", - წერს როტი.