უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოეხმაურა უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის განცხადებას, რომელშიც მან ყირიმის უკრაინისთვის დაბრუნებას „არარეალისტური“ უწოდა. „უკრაინა ომის წაგებასთან ახლოს დგას, რადგან რუსულ ჯარს რიცხობრივი უპირატესობა აქვს“, – განაცხადა ორბანმა.
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი ოლეგ ნიკოლენკო სოციალურ ქსელსი წერს, რომ კიევში უკვე ღელავდნენ იმის გამო, რომ ორბანი დიდი ხანია, არ გამოჩენილა უკრაინისთვის იარაღის მიწოდების შეწყვეტის მოწოდებებით.
„უნგრეთის პრემიერ-მინისტრს მიაჩნია, რომ დასავლეთმა უკრაინის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით რუსეთის პრეზიდენტთან უნდა დადოს შეთანხმება, რომელმაც არ უნდა გაითვალისწინოს არც ყირიმის დაბრუნება, არც ნატო-ში უკრაინის გაწევრიანება. ის ასევე დარწმუნებულია, რომ მშვიდობისთვის საუკეთესო შანსია უკრაინის სამხედრო მხარდაჭერის შეწყვეტა. სინამდვილეში, ჩვენ უკვე ვღელავდით, რომ ვიქტორ ორბანი დიდი ხანია, არ გამოსულა უკრაინისთვის იარაღის მიწოდების შეწყვეტისა და რუსეთის აგრესიის დაკანონების ინიციატივით.
არ ვიცით, უნგრეთში როგორ არის, მაგრამ უკრაინა თავისი ტერიტორიებით და სუვერენიტეტით არ ვაჭრობს. რუსეთის ხელმძღვანელობა კი რამდენი საჯარო ადვოკატიც არ უნდაც აიყვანოს, აუცილებლად აგებს პასუხს უკრაინელებისთვის მიყენებული ზიანისთვის“, - წერს ნიკოლენკო.