ჩეხეთის პრეზიდენტმა პეტრ პაველმა განაცხადა, რომ დაუშვებელია უკრაინაში რუსეთის გამარჯვება, რადგან რუსული აგრესია ძირს გამოუთხრის საერთაშორისო წესრიგს, რომელიც ეფუძნება შეთანხებულ წესებს და თანამშრომლობას. პაველის თქმით, შესაბამისად კრიტიკულად მნიშვნელოვანია უკრაინის მხარდაჭერა.
„ჩვენ უკვე გვაქვს გამოცდილება და არ არის საჭირი სპეკულირება იმაზე, რომ რუსეთი არასდროს შეურიგდება პოლიტიკური გავლენის დაკარგვას ჩვენს ქვეყანაზე. ასევე ცხადია, რომ ასეთი შედეგი შთააგონებს სხვა ქვეყნებსაც, რომლებიც ფიქრობენ, ისევე როგორც რუსეთი“, - განაცხადა პაველმა.
ჩეხეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ რუსეთის გამარჯვება უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიან ომში არ უნდა დავუშვათ, რუსული აგრესია კი ემუქრება საერთაშორისო წესრიგს, რომელიც აგებულია შეთანხმებულ წესებსა და თანამშრომლობაზე.
პაველმა განმარტა, რომ უკრაინის მხარდაჭერა არამხოლოდ სოლიდარულია და მორალურად სწორია, არამედ კრიტიკულად მნიშვნელოვანი ჩეხეთის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.
მან ასევე მოუწოდა პარტნიორებს შეიქმნას პირობები იმისათვის, რომ უკრაინა გახდეს ევროკავშირისა და ნატო-ს სრულუფლებიანი წევრი ომის დასრულებისა და აუცილებელი კრიტერიუმების შესრულების შემდეგ.