რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმრი პუტინი ჩინეთში ჩასვლას გეგმავს. ეს პუტინისთვის პირველი ვიზიტი იქნება სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ მისი დაპატიმრების ორდერის გამოცემის შემდეგ. ამის შესახებ სააგენტო Bloomberg წყაროზე დაყრდნობით იუწყება.
პუტინი ჩინეთში ვიზიტს ოქტომბერში გეგმავს. ის მონაწილეობას მიიღებს ფორუმში „ერთი სარტელი, ერთი გზა“. ვლადიმირ პუტინმა ღონისძიებაზე დასასწრებად ჩინეთის ლოდერის სი ძინპინის მიწვევა მიიღო.
გამოცემის წყაროს ცნობით, რუსეთის პრეზიდენტი მზად არის ეწვიოს მხოლოდ იმ ქვეყნებს, სადაც სპეცსამსახურები მას უსაფრთხოების სრულ გარანტიებს მისცემენ და ჩინეთი ამ ქვეყნებს შორის ერთ-ერთია.
პუტინს რუსეთი მას შემდეგ არ დაუტოვებია, რაც მარტში ჰააგის სასამართლომ მისი დაპატიმრების ორდერის გამოცემის შესახებ განაცხადა. პუტინს უკრაინელი ბავშვების უკანონო დეპორტაციაში ედება ბრალი. კრემლის ცნობით, ამ პერიოდის განმავლობაში პუტინი იმყოფებოდა რუსეთის მიერ ოკუპირებულ უკრაინის ტერიტორიებზე.
გასულ კვირას პუტინმა გამოტოვა ბრიქსის სამიტი სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში, მას შემდეგ რაც სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკამ მკაფიოდ მიანიშნა, რომ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილების შესრულება მოუწევს პუტინის დაპატიმრებასთან დაკავშირებით.