პოლონეთში 14 ადამიანი გარდაიცვალა და 150 საავადმყოფოში მოხვდა უკრაინის საზღვართან ახლოს მდებარე ქალაქ ჟეშუვში ბაქტერიული ინფექციის „ლეგიონერთა დაავადების“ აფეთქების გამო.
ადგილობრივი ხელისუფლება იკვლევს შესაძლებელია თუ არა ლეგიონელოზის გამომწვევი აგენტი ქალაქის წყალსადენში მოხვედრილიყო, თუმცა ამბობენ, რომ არანაირი მონაცემი არ არსებობს, რომელიც საბოტაჟზე მიუთითებდა.
„ვინაიდან, ქალაქი უკრაინის საზღვართან მდებარეობს და წარმოადგენს უკრაინაში შეიარაღების მიწოდების მნიშვნელოვან სატრანსპორტო კვანძს, ხელისუფლებას სურ გამორიცხოს ზოგიერთი სავარაუდო სცენარი’, - ამის შესახებ პოლონურ ტელერახ Polsat[-ს განუცხადა პოლონეთის სპეცსამსახურების წარმომადგენელმა სტანისლავ ჟარინმა.
მისი თქმით, არ არსებობს მონაცემები წყლის მილების განზრახ დაბინძურების შესახებ.
მანამდე ჟარინმა განაცხადა, რომ ინფექციის წარმოშობის შესახებ გამოძიებაში მონაწლეობას იღებენ პოლონეთის სპეცსამსახურების წარმომადგენლები.
„ჩვენ ვეძებთ ინფექციის წყაროს. ამჟამად განიხილება ცხელი და ცივი წყალმომარაგების ქსელის დაბინძურების შესაძლებლობა“, - განაცხადა რეგიონული სანიტარიული ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენელმა ადამ სიდორმა.
აქამდე აღებული წყლის 105 სინჯიდან, პირველი 18 სინჯის ნახევარში ლეგიონელოზის ბაქტერია აღმოჩნდა.
„ჯერჯერობით ეს არ გვაძლევს იმის მტკიცების საშუალებას, რომ ინფექციის წყარო წყალსადენია. მომდევნო დღეები გადამწყვეტი იქნება“, - განაცხადა სიდორმა.
ლეგიონელოზი იშვიათი ინფექციური დაავადებაა, რომელიც ხშირად პნევმონიის სახით მიმდინარეობს. მისი გამომწვევი ბაქტერია ლეგიონელა (Legionella) ბუნებრივი წყალსატევებისა და ნიადაგის ბინადარია, თუმცა ზოგჯერ წყალმომარაგების ხელოვნურ სისტემებშიც ხვდება, მრავლდება და საფრთხეს უქმნის ადამიანის ჯანმრთელობას. ის, გარდა ლეგიონერების დაავადებისა, შედარებით მსუბუქად მიმდინარე პონტიაკის ცხელებასაც იწვევს.
1976 წელს აშშ-ში, ფილადელფიაში, ამერიკის ლეგიონის (ომის ვეტერანთა კავშირის) ოთხი ათასამდე წევრი ყოველწლიურ ყრილობაზე შეიკრიბა. ყრილობამ მშვიდობიანად ჩაიარა და დელეგატები დაიშალნენ, რამდენიმე დღის შემდეგ კი ერთი მათგანი ფილტვების ანთების მსგავსი დაავადებით გარდაიცვალა. კიდევ რამდენიმე დღის შემდეგ ერთმა პენსილვანიელმა თერაპევტმა შეამჩნია, რომ მისი სამი პაციენტი, რომლებიც პნევმონიით იყვნენ ავად, ასევე ესწრებოდა ამერიკის ლეგიონის ყრილობას. მალე ასეთივე დაავადება შეკრების კიდევ სამ მონაწილეს დაუდასტურდა... ყრილობასთან ავადმყოფობის კავშირი აშკარა გახდა. საერთო ჯამში, ინფექცია ამერიკის ლეგიონის ორასზე მეტ წევრს შეხვდა, რომელთაგან სამი ათეული გარდაიცვალა.