ვარშავის შოპენის აეროპორტიდან ხალხის ევაკუაცია განხორციელდა, რადგან ერთ-ერთ მგზავრს, რომელიც უკრაინიდან მიემგზავრებოდა ბარგში ხელყუმბარა, ოთხი ტყვია და საბრძოლო მასალა აღმოაჩნდა. ამის შესახებ უკრაინული მედია წერს.
სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის 41 წლის მოქალაქის ხელბარგის დათვალიერებისას 5,56 მმ კალიბრის ოთხი ვაზნა აღმოაჩინეს. ამის საფუძველზე მგზავრის ჩაბარებული ბარგი გაჩხრიკეს, რომელშიც ხელყუმბარა აღმოაჩინეს. ცნობილია, რომ კაცი უკრაინიდან დუბაიში მიემგზავრებოდა.
საერთო ჯამში, აეროპორტიდან 400-მდე ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. მესაზღვრეებმა სამხრეთ აფრიკის მოქალაქე დააკავეს.