სულ მცირე ოთხი ადამიანი დაშავდა აშშ-ში ოკლაჰომა-სითის გარეუბანში საფეხბურთო მატჩის დროს მომხდარი სროლისას.
ინციდენტი, რომელიც ვიდეოჩანაწერში მოხვდა, ქალაქ ჩოკტოში მოხდა.
დაშავებულთა შორის არის 15 წლის გოგონა. მეორე დაშავებული მოზარდი ვერტმფრენით ოკლაჰომა-სიტის საავადმყოფოში გადაიყვანეს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უცნობია. ერთ-ერთ დაშავებულს სამედიცინო დახმარება ადგილზე აღმოუჩინეს.
ტელერახ Fox 25-ის ცნობით, თავდამსხმელი ჯერ დაკავებული არ არის. ჩოკტოს პოლიციის ინფორმაციით, სროლაში ეჭვმიტანილია აფროამერიკელი, ის შემთხვევის ადგილიდან ავტომობილით მიიმალა.
პოლიციაში აღნიშნავენ, რომ თავდასხმასთან შესაძლოა, კავშირი ჰქონდეს პოლიციელს ქალაქ დელ-სითიდან, რომელიც იმ დროს სამსახურეობრივ მოვალეობას არ ასრულებდა. პოლიციის წარმომადგენელი ლოიდ ბერგერი ვერ ადასტურებს, რომ ოფიცერმა ვინმეს ესროლა, თუმცა ადასტურებს, რომ მან იარაღი გამოიყენა.