ანექსირებულ ყირიმში, სპეცოპერაციის ფარგლებში უკრაინის მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ქვედანაყოფები გადასხეს. ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს წარმომადგენელმა, ანდრეი იუსოვმა განაცხადა.
მისი თქმით, მიზნები მიღწეულია, პირად შემადგენლობას შორის დანაკარგი არ არის.
„სპეცოპერაციის ფარგლებში ნახევრაკუნძულის ტერიტორიაზე განხორციელდა პირადი შემადგენლობის გადასხმა. დაზვერვის მთავარმა სამმართველომ სამხედრო-საზღვაო ფლოტთან ერთად ჩავატრეთ სპეცოპერაცია, მიზნები მიღწეულია, პირად შემადგენლობას შორის დანაკარგი არ არის. სპეცოპერაცია გრძელდება, ყველა დეტალზე არ ვსაუბრობთ. დანაკარგი აქვს მტერს პირადი შემადგენლობისა და ტექნიკის მხრივ. ინფორმაცია დანაკარგის შესახებ დგინდება“, - აღნიშნა იუსოვმა.
მოგვიანებით იუსოვმა განაცხადა, რომ ოპერაცია ჩატარდა მაიაკისა და ოლიონოვკის დასახლებულ პუნქტებში.