ტვერის ოლქში კერძო თვითმფრინავის კატასტროფის ადგილზე რვა დაღუპულის ცხედარი იპოვეს. ამის შესახებ „რია ნოვოსტი“ საგანგებო სამსახურებზე დაყრდნობით იუწყება.
ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ტვერის ოლქში, სოფელ კუჟენკინოსთან კერძო თვითმფრინავი Embraer Legacy ჩამოვარდა, რომელიც მოსკოვიდან სანკტ-პეტერბუტგში მიფრინავდა.
ბორტზე იმყოფებოდა 10 ადამიანი, მათ შორის ეკიპაჟის სამი წევრი.
ბორტზე მყოფი ყველა ადამიანი დაიღუპა. „როსავიაციაში“ განაცხადეს, რომ დაჯგუფება „ვაგნერის“ დამფუძნებელი ევგენი პრიგოჟინი თვითმფრინავის მგზავრების სიაში იყო. „ვაგნერთან“ დაკავშირებული ტელეგრამ-არხი Grey Zone ამტკიცებს, რომ ბიზნეს-ჯეტი საჰაერო თავდაცვის სისტემამ ჩამოაგდო.