ევროკავშირი უკრაინის მხარდაჭერის გრძელვადიან გეგმას ამზადებს, რომლის მოცულობაც 50 მილიარდ ევროზე მეტი იქნება.
ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა განაცხადა, რომელიც „ყირიმის პლატფორმის“ რიგით მესამე სამიტში მონაწილეობდა.
«უკრაინის პორტებზე რუსეთის სასტიკი შეტევა მიმართულია მსოფლიოში შიმშილის გავრცელებაზე. ამიტომ ჩვენ მივესალმებით, უკრაინის ძალისხმევას მოძებნოს ახალი გზები მარცლეულის ექსპორტისთვის, კერძოდ, თურქეთის ჩართვით. ევროკავშირი მხარს უჭერს თქვენს მცდელობას გავიდეს ახალ ბაზრებზე. ჩვენ გვესმის, რომ ეს არის ბრძოლა თქვენი მომავლისთვის, თქვენი სამომავლო ოცნებების განხორციელებისათვის“, - განაცხადა შარლ მიშელმა.
სამიტის ფარგლებში სიტყვით გამოვიდა იაპონიის პრემიერ-მინისტრი ფუმიო კისიდაც, რომელიც უკრაინას 7 მლრდ დოლარის დახმარებას დაჰპირდა, ასევე განაცხადა, რომ მონაწილეობას მიიღებს ომის შემდეგ უკრაინის აღდგენაში.
„იაპონია უკრაინის ხალხის გვერდით დგას იმისათვის, რომ უზრუნველყოს მშვიდობა და კვალვ დააბრუნოს ის უკრაინის მშვენიერ მიწაზე“, - განაცხადა იაპონიის პრემიერმა.