ზიმბაბვეს პრეზიდენტმა, ემერსონ მნანგაგვამ მხარდამჭერებს განუცხადა, რომ ყველა, ვინც მის პარტიას მისცემს ხმას, სამოთხეში მოხვდება.
Associated Press-ის ცნობით, 80 წლის ემერსონ მნანგაგვა ზიმბაბვეს პრეზიდენტი 2017 წლის გადატრიალების შედეგად გახდა.
სიტყვით გამოსვლაში მნანგაგვამ მომხრეებს მოუწოდა, არჩევნების პერიოდში ნებისმიერ ძალადობრივ ქმედებაში მონაწილეობას მოერიდონ.
„ძალადობის ორგანიზატორები დაისჯებიან ყოველგვარი შიშისა და კეთილგანწყობის გარეშე“, – განაცხადა ზიმბაბვეს ლიდერმა.
თუმცა როგორც გამოცემა წერს, ზიმბაბვეს პრეზიდენტის ამ გაფრთხილებამდე რამდენიმე დღით ადრე ოპოზიციის ერთ-ერთი მხარდამჭერი მმართველი პარტიის აქტივისტმა მოკლა.
ზიმბაბვეში საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები დღეს იმართება.
ადამიანის უფლებების დამცველი ორგანიზაციები ზიმბაბვეს პრეზიდენტს და მის მომხრეებს ოპოზიციის დევნაში ადანაშაულებენ. აშშ-ს და ევროკავშირს ზიმბაბვეს წინააღმდეგ სანქციები აქვთ დაწესებული.