ბალტიის ქვეყნები უკრაინის მხარდაჭერის შესახებ „დიდი შვიდეულის“ დეკლარაციას უერთდებიან.
„ჩვენ გამარჯვებამდე დავეხმარებით უკრაინას, მხარს დავუჭერთ ნატო-სა და ევროკავშირის გზაზე“, – წერს ესტონეთის პრემიერ-მინისტრი კაია კალასი „ტვიტერში“.
როგორც ესტონეთის, ლიეტუვისა და ლატვიის ერთობლივ განცხადებაშია აღნიშნული, მხოლოდ ნატო-ში წევრობა უზრუნველყოფს უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიებს.
„ჩვენ მტკიცედ გვჯერა, რომ მხოლოდ ნატო-ში წევრობა უზრუნველყოფს უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიებსა და საიმედო შეკავებას, რომელიც აუცილებელია მომავალში რუსეთის მხრიდან ექსპანსიური აგრესიის აღსაკვეთად“, – აღნიშნულია ესტონეთის, ლიეტუვისა და ლატვიის ერთობლივ განცხადებაში.