კანადაში, ტყეში მასშტაბური ხანძრების გამო 20 000 ადამიანის ევაკუაცია მიმდინარეობს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
ცეცხლი ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარე უმსხვილეს ქალაქს 17 კილომეტრის მანძილზე მიუახლოვდა, რის შემდეგაც ადგილორბივმა ხელისუფლებამ მცხოვრებლების ევაკუაციის გადაწყვეტილება მიიღო.
ხანძრები კიდევ ერთ ქალაქს, ჰეი რივერის მოსახლეობასაც ემუქრება, საიდანაც 3 000 ადამიანი უკვე გაიყვანეს.
მოქალაქეების უდიდესი ნაწილი ალბერტას პროვინციაში გადაჰყავთ.
რეგიონში, სადაც საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი 15 აგვისტოდან მოქმედებს, ცეცხლის 200-ზე მეტი კერაა. სტიქიის გამო რეგიონში არ მუშაობს ინტერნეტი, შეფერხებულია სატელეფონო კავშირი ჯერ უცნობია, როდის შეძლებენ ევაკუირებულები სახლებში დაბრუნებას.