ლიბიაში, ტრიპოლის სამხრეთ გარეუბანში შეტაკებების შედეგად 55 ადამიანი დაიღუპა.
ტრიპოლიში შეტაკებები ორშაბათს 14 აგვისტოს დაიწყო.
„დაღუპულთა რაოდენობა 55-მდე გაიზარდა, დაშავებულია 146 ადამიანი“, - განაცხადა ლიბიის გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ცენტრის წარმომადგენელმა.
ტრიპოლის გარეუბანში შეტაკებები მთავრობის დაქვემდებარებაში მყოფი 444-ე ბრიგადასა და ქვყნის შინაგან საქმეთა სამინისტროში შემავალ სპეციალურ ძალებს (RADA) შორის მოხდა.
მედიის ცნობით, შეტაკების მიზეზი სპეციალური დანიშნულების ძალების მიერ 444-ე ბრიგადის მეთაურის, მაჰმუდ ჰამზადის დაკავებას მოჰყვა.