კრივი რიჰზე რუსეთის სარაკეტო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 6-მდე გაიზარდა, მათ შორის ერთი ბავშვია, დაშავებულთა რიცხვი კი 75-ს აღწევს.
უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთმა ქალაქის წინააღმდეგ იერიში ბალისტიკური რაკეტებით განახორციელა.
რუსეთმა კრივი რიჰზე სარაკეტო იერიში დღეს დილით მიიტანა. ერთი რაკეტა ოთხსართულიან სასწავლო დაწესებულებას მოხვდა, მეორე კი საცხოვრებელ კორპუსს დაეცა, შედეგად ორივე შენობა ნაწილობრივ დაინგრა.