პაკისტანის ჩრდილო-დასავლეთით ბომბის აფეთქების შედეგად სულ მცირე 39 ადამიანი დაიღუპა. შემთხვევა ჰაიბერ-ფახთუნხვას პროვინციაში კონსერვატიულ-რელიგიური პარტია „ჯამიათ ულემაისლამის“ ღონისძიებაზე მოხდა. ინფორმაცას სააგენტო AFP პროვინციის ჯანდაცვის მინისტრ რიაზ ანვარზე დაყრდნობით ავრცელებს.
„შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ საავადმყოფოში მოთავსებულია 39 ცხედარი, ასევე 123 დაჭრილი, მათ შორის 17 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა“, - განაცხადა მინისტრმა. მსხვერპლის შესახებ მონაცემები ჟურნალისტებს დაუდასტურა პროვინციის გუბერნატორმაც.
მანამდე გავრცელდა ინფორმაცია 35 დაღუპულის შესახებ. ადგილობრივი მედიის ცნობით, დაშავებულთა რაოდენობა 200-ს აჭარბებს.