კანადის მთებში მცირე ზომის თვითმფრინავი ჩამოვარდა. დაიღუპა სულ მცირე 6 ადამიანი. იუწყება CBC
თვითმფრინავის ბორტზე ხუთი მგზავრი და პილოტი იმყოფებოდნენ. ბორტზე მყოფი ყველა ადამიანი დაიღუპა.
ინფორმაციის თანახმად, თვითმფრინავი ქალაქ კალგართან მდებარე აეროპორტიდან აფრინდა. აფრენიდან ოთხი საათის შემდეგ კი გავრცელდა ინფორმაცია თვითმფრინავის გაუჩინარების შემდეგ.
ინციდენტის გამოძიება ტრანსპორტის უსაფრთხოების საბჭომ დაიწყო.