ბოლო 24 საათში საბერძნეთში ხანძრის 51 ახალი კერა გაჩნდა, რის შედეგადაც ქვეყანაში აქტიური ტყის ხანძრების რაოდენობა 96-მდე გაიზარდა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ახალი ხანძრების ლიკვიდირება საწყის ეტაპზევე მოხდა.
მეხანძრე-მაშველების დიდი რაოდენობა ამ დრომდე განაგრძობს ხანძრის ქრობის ოპერაციას კუნძულ როდოსზე და პელოპონესსზე.
კორფუს ჩრდილო-აღმოსავლეთით მეხანძრე-მაშველების დიდ კონტიგენტთან ერთად ხანძრების ლიკვიდაციის ოპერაციაში 4 თვითმფრინავი და 2 ვერტმფრენი მონაწილეობს. გამომძიებლები ხანძრის გაჩენის მიზეზებს იკვლევენ.
საბერძნეთის სამოქალაქო თავდაცვის მინისტრის ვასილის კიკილიასის განცხადებით, ხანძრების უმეტესობა გაჩენილია ადამიანების დანაშაულებრივი გაუფრთხილებლობით.