ესპანეთში ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში აბსოლუტური უმრავლესობა ვერცერთმა პარტიამ მოიპოვა.
ხმების დათვლის შემდეგ, კონსერვატიულმა სახალხო პარტიამ პარლამენტში 136 ადგილი მოიპოვა, ხოლო მმართველმა სოციალისტურმა პარტიამ, რომელსაც ესპანეთის პრემიერ-მინისტრი პედრო სანჩესი ხელმძღვანელობს, 122 ადგილი.
შექმნილმა ვითარებამ შესაძლოა გამოიწვიოს „პოლიტიკური ჩიხი“ იმის გამო, რომ ვერც ერთმა შესაძლო კოალიციამ ვერ მოიპოვა ხმების აშკარად საკმარისი რაოდენობა პარლამენტში უმრავლესობის შესაქმნელად.
მედიის ცნობით, ორი წამყვანი პარტია შეეცდება მოლაპარაკებას მმართველი უმრავლესობის მოპოვების მიზნით, მაგრამ ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ პროცესი შესაძლოა კიდევ ერთი არჩევნებით დასრულდეს.