კანადაში, ახალი შოტლანდიის პროვინციაში ძლიერი წყალდიდობის შედეგად ოთხი ადამიანი დაიკარგა, მათ შორის ორი ბავშვი. ინფორმაციას Reuters ავრცელებს.
როგორც მედია წერს, წყალდიდობამ დააზიანა გზები და ხიდები, დაიტბორა შენობები.
ხელისუფლებამ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა ახალი შოტლანდიის უდიდეს ქალაქ ჰალიფაქსში და კიდევ ოთხ რეგიონში.
80 000-ზე მეტი ადამიანი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი.
ბოლო 50 წლის განმავლობაში ეს ყველაზე ძლიერი წყალდიდობაა.