20 ივლისს, ბერლინის პოლიციამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ გერმანიის დედაქალაქის გარეუბანში, მოქალაქეებმა, სავარაუდოდ, ლომი შენიშნეს. ამ ვარაუდის საფუძველი გახდა ვიდეო, რომელზეც ნამდვილად ჩანს არსება, რომელიც ლომს გავს. სამართალდამცველებმა მოსახლეობას მოუწოდეს არ დაეტოვებინათ საცხოვრებელი სახლები. ასევე განიხილებოდა ადგილობრივი საბავშვო ბაღების დახურვის საკითხიც.
თუმცა, "დოიჩე ველეს" ინფორმაციით, ვიდეოს დეტალური შესწავლის შემდეგ, რომელშიც ბუჩქებს შორის ჩანს რომელიღაც ცხოველის ზურგის ნაწილი და კუდი, სპეციალისტებმა დაასკვნეს, რომ ის გარეული ტახია. ამის შესახებ პრესკონფერენციაზე 21 ივლისს განაცხადეს ბერლინის გარეუბნის ქალაქ კლიაინმახნოვის მერმა და პოლიციის უფროსმა ოფიცერმა, მათ დაადასტურეს, რომ შუადღისთვის სავარაუდო მტაცებლის ძებნის ოპერაცია დასრულებულია. ცხოველის კვალი ნაპოვნი არ არის, მითითებულ ადგილზე კი ორი ტახი აღმოაჩინეს.
ვიდეოს ანალიზი ჩატარდა ექსპერტების დახმარებით. იუწყებიან, რომ ორმა დამოუკიდებელმა სპეციალისტმა თითქმის გაარკვია, რომ ეს იყო გარეული ტახი. კერძოდ, მათ მიაქციეს ყურადღება იმას, რომ ცხოველის კუდი ისე არ მოძრაობდა, როგორც ჩვეულებრივად ლომის კუდი მოძრაობს. პოლიცია ფიქრობს, რომ საფრთხე აღარ არსებობს.