"ჩვენი გუნდი 2024 წლის არჩევნებისთვის არცერთ პარტიასთან არ გაერთიანდება. წერტილი!", - ამის შესახებ საქართველოს ექსპრემიერის, გიორგი გახარიას პარტია "საქართველოსთვის" წერს.
"ნაციონალურმა მოძრაობამ" და "სტრატეგია აღმაშენებელმა" 20 ივლისს საერთო, "გამარჯვების პლატფორმა" წარადგინეს, "ლელო" კი ალტერნატიული ცენტრის შექმნაზე მუშაობს.
ამასთან, პარტია „სამართლიანობისთვის“ ლიდერმა, ეკა ბესელიამ განაცხადა, რომ ალტერნატიული პოლიტიკური ცენტრის კონფიგურაციის ჩამოყალიბების იდეას ბევრი მხარდამჭერი ჰყავს. მისივე თქმით, კონსულტაციები აქვს „ქართული ოცნების“ ყოფილ წევრებთან, ასევე კომუნიკაცია აქვს გიორგი გახარიასთან.