პარიზში იტალიის ნაკრებისა და პსჟ-ის მეკარე ჯანლუიჯი დონარუმას სახლში მძარცველები შეიჭრნენ. კრიმინალებმა 500 ათასი ევროს ოდენობის თანხა წაიღეს.
მედიის ცნობით, ინციდენტი ღამის სამ საათზე მოხდა. რამდენიმე ადამიანმა შეძლო დაცვის ნეიტრალიზება და 24 წლის ფეხბურთელის სახლში შეღწევა, სადაც ის მეგობარ ქალთან ერთად იმყოფებოდა. დონარუმამ თავში ფეხით ორი დარტყმა მიიღო, რის შემდეგაც სისხლდენა დაეწყო. შემდეგ მძარცველებმა ის და მისი მეგობარი ქალი გააშიშვლეს, გაკოჭეს და ერთ-ერთ ოთახში გამოკეტეს.
მოგვიანებით წყვილმა გათავისუფლება და გაქცევა მაინც მოახერხა. მათ თავი სახლის სიახლოვეს მდებარე ერთ-ერთ სასტუმროს შეაფარეს. რის შემდეგაც ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს შოკურ მდგომარეობაში.
დანაშაულს პარიზის პოლიციის ბანდიტიზმთან ბრძოლის ბრიგადა გამოიძიებს.