შვედეთის ნატო-ში გაწევრიანების პროტოკოლის რატიფიცირების პროცესი თურქეთის პარლამენტში შემოდგომაზე დაიწყება, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ნატო-ს ვილნიუსის სამიტის ბოლოს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, თურქეთის საკანონმდებლო ორგანო ზაფხულამდე ისვენებს და ნატო-ში შვედეთის გაწევრიანების პროცესი შემოდგომაზე განახლდება.
„საკანონმდებლო ორგანო როდესაც მუშაობას განაახლებს, ჩვენ ამას ძალიან სწრაფად გავაკეთებთ. ვფიქრობ, ეს იქნება საკითხი, რომელსაც ჩვენი საკანონმდებლო ორგანოს სპიკერი პრიორიტეტს მიანიჭებს“, – განაცხადა ერდოღანმა.
უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, 2022 წლის თებერვალში შვედეთმა და ფინეთმა ნატო-ს წევრობაზე განაცხადი შეიტანეს. ფინეთი ნატო-ს წევრი 2023 წლის აპრილში გახდა, ალიანსში შვედეთის გაწევრიანებას კი ამ დრომდე თურქეთი ბლოკავდა.