კრემლის პრესსპიკერის, დმიტრი პესკოვის განცხადებით, შვედეთის ნატო-ში გაწევრიანება რუსეთის უსაფრთხოებას ემუქრება, მისი განცხადებით, ამიტომ მოსკოვი საპასუხო ზომებს მიიღებს.
მისივე თქმით, შვედეთის ნატო-ში შესვლას რუსეთისთვის ცალსახად ნეგატიური შედეგი მოჰყვება.
პესკოვის თქმით, რუსეთის საპასუხო ზომები იმ ნაბიჯების ანალოგიური იქნება, რომლებიც იგეგმება ფინეთის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების უკვე დამდგარი ფაქტის კონტექსტში.