ვლადიმირ პუტინმა ომი წამოიწყო, რადგან სურდა ნაკლები ნატო და ის მიიღებს მეტ ნატო-ს აღმოსვლეთ ფლანგზე და ალიანსის ორ ახალ წევრს. ეს ხაზგასმით აჩვენებს პუტინის დიდ სტრატეგიულ შეცდომას, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ვილნიუსის სამიტის დაწყების წინ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, პუტინმა სტრატეგიული შეცდომა დაუშვა და რუსეთმა ნატო-ს მოკავშირეთა ერთიანობა სათანადოდ ვერ შეაფასა.
„ეს არის ნათელი იმ ფაქტით, რომ ფინეთი უკვე არის ნატო-ს სრულუფლებიანი წევრი და შვედეთი მალე გაწევრიანდება ალიანსში. ეს არის დემონსტრირება იმისა, რომ პუტინის ომი უკრაინის წინააღმდეგ იყო დიდი სტრატეგიული შეცდომა. მან ნამდვილად ვერ შეაფასა უკრაინელების შესაძლებლობები და ვერ შეაფასა ნატო-ს მოკავშირეთა ერთიანობა, სათანადოდ ვერ შეაფსა პოლიტიკური შედეგები ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა ფინეთი და შვედეთი. მან ომი წამოიწყო, რადგან სურდა ნაკლები ნატო და ის მიიღებს მეტ ნატო-ს აღმოსვლეთ ფლანგზე და ალიანსის ორ ახალ წევრს. ეს ხაზგასმით აჩვენებს პუტინის დიდ სტრატეგიულ შეცდომას“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა. {პირველი არხი}