ომის შემსწავლელი ინსტიტუტის (ISW) ექსპერტები აცხადებენ, რომ უკრაინის თავდაცვის ძალებმა კონტრშეტევის 5 თვის განმვალობაში იმდენივე ტერიტორია გაათავისუფლეს, რამდენიც რუსმა ოკუპანტებმა 6 თვეში დაიკავეს.
ინსტიტუტის ანგარიშში აღნიშნავენ, რომ უკრაინის ოფიციალურმა პირებმა 10 ივლისს განაცხადეს, რომ უკრაინის თავდაცვის ძალებს საცეცხლე კონტროლი აქვთ ბახმუტსა და ქალაქის გარშემო რუსულ სახმელთო საკომუნიკაციო ხაზებზე.
ბოლო დღეებში, როგორც უკრაინული, ისე რუსული წყაროები აღნიშნავენ, რომ უკრაინა იკავებს პოზიციებს ბახმუტის რაიონში და მის სამხრეთ-დასავლეთ ფლანგებზე. მათ შორის რელიეფის სპეციფიკურ ტერიტორიებს, რომელიც უკრაინის ძალებს საცეცხლე უპირატესობას მისცემს.
ამის გარდა, ანალიტიკოსები იუწყებიან, რომ უკრაინის არმიამ 10 ივლისს განახორციელა კონტრშეტევითი ოპერაციები ფრონტისსულ მცირე სამი მიმართულებით.
4 ივლისს, უკრაინის კონრეშეტევის დაწყებიდან, ISW-ის ცნობით, რომელიც თავის წყაროებს ეყრდნობა, უკრაინის არმიამ ტერიტორიების დაახლოებით 253 კვადრატული კოლომეტრი დაიბრუნა.
ექსპერტები აღნიშნავენ, რომ 1-ლი იანვრიდან რუსეთის არმიამ დაიკავა საბრძოლო მოქმედებების ზონაში ტერიტორიების მოხლოდ 282 კვადრატული კილომეტრი.