დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, რიში სუნაკი შვედეთის ნატო-ში გაწევრიანების შესახებ თურქეთის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა და მას ისტორიული მომენტი უწოდა. ამის შესახებ იგი Twitter-ში წერს.
„ეს არის ისტორიული მომენტი ნატო-სთვის, რომელიც ყველას უფრო უსაფრთხოს გვხდის. მოუთმენლად ველით შვედეთის ალიანსში გაწევრიანებას“,- წერს სუნაკი.
ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ვილნიუსში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი თანახმაა, მხარი დაუჭიროს შვედეთის ნატო-ში გაწევრიანებას.