აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ უკრაინისთვის კასეტური საბრძოლო მასალების გადაცემის შესახებ გადაწყვეტილება რთული იყო, თუმცა მან ეს ნაბიჯი მაინც გადადგა, რადგან კიევს საბრძოლო მასალები რუსეთის წინააღმდეგ კონტრშეტევისთვის სჭირდება.
ბაიდენმა ამის შესახებ CNN-თან ინტერვიუში განაცხადა.
„ჩემი მხრიდან ეს რთული გადაწყვეტილება იყო. ეს საკითხი განვიხილე ჩვენს მოკავშირეებთან, ჩვენს მეგობრებთან. უკრაინელებს სბრძოლო მასალები ეწურებათ...
ეს ომი დაკავშირებულია საბრძოლო მასალებთან და ეს საბრძოლო მასალები მათ ეწურებათ, და აი მე გავაკეთე ის, რომ მივიღე თავდაცვის დეპარტამენტის რეკომენდაცია - არა მუდმივად - ამ გარდამავალ პერიოდში დავუშვა საბრძოლო მასალების გადაცემა“, - განაცხადა ბაიდენმა.
ბაიდენმა აღნიშნა, რომ უკრინისთვის კასეტური საბრძოლო მასალების მიწოდება გაგრძელდება დროებით, ვიდრე აშშ არ გაზრდის 155 მმ-იანი კალიბრის ჭურვების წარმოებას.
„მთავარი ის არის, ჰქონდეთ შეიარაღება, რათა რუსეთს არ მისცენ შესაძლებლობა შეაჩეროს უკრაინის კონტრშეტევა. ვფიქრობ, რომ ის {კასეტური სბრძოლო მასალა} უკრაინას სჭირდება“, - განაცხადა ამერიკის პრეზიდენტმა.
აშშ-მა უკრაინას 800 მლნ დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი გამპუტო. კასეტური საბრძოლო მასალების გარდა, პაკეტი მოიცავს Patriot-ის საზენიტო-სარაკეტო კომპლექტებისთვის განკუთვნილი დამატებით საბრძოლო მასალას და მაღალი სიზუსტის საავიაციო საბრძოლო მასალას, Stinger-ის საზენიტო და Javelin-ის ტანკსაწინააღმდეგო კომპლექსებს, ასევე Bradley-ის ქვეითთა საბრძოლო მასალებს და Stryker-ის ჯავშანტრანსპორტიორებს.
ასევე უკრაინამ მიიღებს წინაღობების გადალახვისთვის საჭირო საბრძოლო მასალას, სათადარიგო ნაწილებს და ოპერატიული მხარდაჭერის აღჭურვილობას.