არ გაგიკვირდეთ, თუ შემდეგ ჯერზე ვინმე პრიგოჟინის მსგავსი ადამიანი, მარშით პირდაპირ კრემლისკენ წავა, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ სოფიაში ბულგარეთის პოლიტიკურ ძალებთან შეხვედრაზე განაცხადა.
„რუსეთის ლიდერი {ვლადიმირ პუტინი} იმდენად არის დასუსტებული, რომ თავისივე მებრძოლებისგან რუსეთის ოლქების დაცვაც კი არ შეუძლია. და თუ ერთხელაც პრიგოჟინი ან მაგალითად კადიროვი მარშით პირდაპირ კრემლისკენ წავა, არ უნდა გაგიკვირდეთ“, - განაცხადა ზელენსკიმ.
მისი თქმით, სწორედ ახლა არის მნიშვნელოვანი ერთობლივი ძალებით რუსეთის რეჟიმზე ზეწოლა.
„რუსულ ბრძოლისუნარიან ძალებს, რომლებიც ჩვენი ქვეყნის ოკუპირებულ ტერიტორიაზე იმყოფებიან და მათ, ვინც რუსეთში ამ რეჟიმის უსაფრთხოების გარანტი უნდა უყოს, მოტივაცია არ გააჩნიათ. ამიტომ ახლა ერთობლივი წნეხი უნდა გავზარდოთ“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
ზელენსკის თქმით, რაც უფრო მეტ დახმარებას, საბრძოლო მასალას, შეიარაღებას მიიღებს უკრაინა, მით მეტად შემცირდება ომის მასშტაბი უკრაინის ტერიტორიაზე.