უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ნატო-ს სამიტამდე, რომელიც11-12 ივლისს ვილნიუსში იმართება, თურქეთში ჩავა და პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდება.
ამის შესახებ თურქული გამოცემა Sabah იუწყება.
თურქეთის პრეზიდენტთან შეხვედრა სტამბოლში გაიმართება.
ამჟამად, უკრაინის პრეზიდენტი ვიზიტით იმყოფება ბულგარეთში.
თურქული მედია აღნიშნავს, რომ “მარცვლეულის შეთანხმების“ ვადა 17 ივლისს იწურება. რუსული მხარე კი იმუქრება, რომ 17 ივლისის შემდეგ მონაწილეობას შეწყვეტს „მარცვლეულის შეთანხმებაში“, რომელიც ომის პირობებში უკრაინის შავი ზღვის პორტებიდან სოფლის მეურნეობის პროდუქციის ექსპორტს შესაძლებელს ხდის.
ამასთან, Financial Times იტყობინება, რომ ევროკავშირი განიხილავს წინადადებას სანქცირებული „როსსელხოზბანკის“ შვილობილი კომპანიის შექმნის შესახებ, რათა გადაარჩინოს "მარცვლეულის შეთანხმება".