დიდი ბრიტანეთის დაზვერვაში აცხადებენ, რომ უკრაინის კონტრშეტევის შესაჩერებლად უკრაინაში რუსეთმა მთელი ქვეყნიდან სამხედრო ფორმირებები გადაისროლა.
ამის შესახებ ნათქვამია დიდი ბრიტანეთის თვდაცვის სამინისტროს დაზვერვის ახალ ანგარიშში.
უწყების ცნობით, ზაპოროჟიეს ოლქში მოქმედებს რუსეთის ფედერაციის 58-ე გაერთიანებული არმია, რომელიც საერთოდ დაკავებულია კავკსიის რეგიონში.
დონეცკის ოლქის ველიკაია ნოვოსიოლკის რაიონში პოზიციებზე გამაგრებულია მე-5 გაერთიანებული არმია და საზღვაო ქვეითები. ამ ფორმირებებს რუსეთი იყენებდა როგორც ჩინეთის საწინააღმდეგოდ.
ბახმუტის გარშემო თვდაცვას ამაგრებენ ძირითადად საჰაერო-სადესანტო ძალები, რომლებიც ჩვეულებრივად დისლოცირებულები არიან რუსეთის დასავლეთ ნაწილში და მოქმედებენ, როგორც სწრაფი რეაგირების ელიტური დანაყოფები ნატო-სთან დაძაბული ურთიერთობების შემთხვევაში.
მანამდე ბრიტანეთის დაზვერვაში ამბობდნენ, რომ რუსეთმა სრულყოფილად შეიმუშავა ტაქტიკა სამხრეთში უკრაინის თავდაცვის ძალების კონტრშეტევის შესანელებლად.