უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინის კონრეშეტევა რუსეთის თავდაცვის ძალებმა შეანელა. მისი თქმით, უმჯობესი იქნებოდა დასავლეთს იარაღი გაცილებით ადრე მიეწოდებინა. ზელენსკიმ ამის შესახებ CNN-თან ინტერვიუში განაცხადა.
„მე მადლიერი ვარ ამერიკის შეერთებული შტატების, რომელიც ლიდერია ჩვენი მხარდაჭერის კუთხით, მაგრამ მათ, ასევე ევროპის ლიდერებს ვეტყოდი, რომ ჩვენი სურვილი იყო კონტრშეტევის ადრე დაწყება და ამისთვის გვჭირდება მეტი იარაღი და მატერიალური საშუალებები. რატომ? უბრალოდ იმიტომ, რომ თუ ჩენ გვიან დავიწყებთ, ეს წინსვლის შენელებას ნიშნავს“, - განაცხადა ზელენსკიმ.
მისი თქმით, ქვეყნის ზოგიერთ რაიონში სამხედროებს შეტევის დაწყებაზე ფიქრიც არ შეუძლიათ, რადგან მათ არ აქვთ შესაბამისი შეიარაღება.
მისი განმარტებით, ბრძოლის ველზე შექმნილი სირთულეები იწვევს კონტრშეტევის შენელებას.
„ვისურვებდი, რომ ჩვენი კონტრშეტევა გაცილებით ადრე დაწყებულიყო, რადგან ყველას გაეცნობიერებინა, რომ თუ კონტრშეტევა დაგვიანებით დაიწყებოდა, ჩვენი ტერიტორიის დიდი ნაწილი დანღმული იქნებოდა. ჩვენ მტერს ვძლევთ დროსა და შესაძლებლობას ჩადოს მეტი ნაღმი და მოამზადოს თავდაცვითი ზღუდეები... რაც უფრო გვიან დავიწყებთ, მით უფრო რთული იქნება ჩვენთვის“, - აღნიშნა ზელენსკიმ.
მან ასევე ისაუბრა F-16 ტიპის გამანადგურებლების უკიდურეს აუცილებლობაზე.
„საუბარი არ არის ცაში რუსეთთან მიმართებით უკრაინის უპირატესობაზე , საუბარია მხოლოდ თანასწორობაზე. F-16-ები დაეხმარება წინსვლაში არამხოლოდ მათ, ვინც ბრძილის ველზეა. ჰაერიდან დაზღვევის გარეშე უბრალოდ ძალინა რთულია“, - დასძინა ზელენსკიმ.