მექსიკაში სამგზავრო ავტობუსის ხევში გადავარდნის შედეგად 29 ადამიანი დაიღუპა, დაშავებულია სულ მცირე 19. ავტობუსი მეხიკოდან სამხრეთ მექსიკის შტატ ოახაკაში მიემგზავრებოდა. ინფორმაციას სააგენტო Ruters ავრცელებს.
შემთხვევა ადგილობრივი დროით 6:30 საათზე მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, დაშავებულთა შორის 10 ადამიანის მდგომარეობა მძიმეა.