რუსეთის სარაკეტო დარტყმის შედეგად უკრაინის ქალაქ ლვივში, ბოლო მონაცემებით დაიღუპა ოთხი ადამიანი.
ქალაქის მერის ანდრი სადოვის ინფორმაციით, ომის დაწყების შემდეგ სარაკეტო დარტყმა ლვივზე ყველაზე მასშტაბური იყო. მისივე თქმით, დაღუპულთა რაოდენობა შესაძლოა, კიდევ გაიზარდოს.
„ამჟამად ნანგრევებიდან სამი დაღუპულია ამოყვანილი, მაშველები მუშაობას განაგრძობენ და სავარაუდოდ დაღუპულების რაოდენობა გაიზრდება. დაახლოებით რვა დაშავებული საავადმყოფოებში გადავიყვანეთ. დანგრეულია 50-ზე მეტი ერთეული საცხოვრებელი, საცხოვრებელი სახლების სახურავები ჩამოინგრა. დაინგრა საოფისე კომპლექსები, ნგრევაა სკოლებში, ლვივის პოლიტექნიკურის საერთო საცხოვრებელში. სავარაუდოდ, ასობით ადამიანს ჩვენი დახმარება დასჭირდება, ჩამსხვრეულია ფანჯრები“, - განაცადა სადოვიმ.
უკრაინული მედიის ცნობით, ერთ-ერთი საცხოვრებელ სახლის ოპრ სადარბაზოში სრულად დანგრეულია ორი მაღალი სართული. მაშველები ამ დრომდე მუშაობენ.
მოგვიანებით, უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთის თავდასხმის შედეგად დაღუოულთა რაოდენობა 4-მდე გაიზარდა.


