უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ რუსეთის არმიამ მოკლულებისა და დაჭრილების სახით 220 ათასამდე სამხედრო დაკარგა. შესაბამისი მონაცემები დიდი ბრიტანეთის შეიარაღებული ძალების მდივნის მოადგილემ ჯეიმს ჰიპიმ გაასაჯაროვა.
„ჩვენი შეფასებით, საომარი მოქმედებების დაწყებიდან მოკლული და დაჭრილია დაახლოებით 220 ათასი რუსი სამხედრო მოსამსახურე“, - განაცხადა ჰიპიმ.
ასევე რუსეთმა დაკარგა 6 200-ზე მეტი ერთეული ჯავშანტექნიკა. 2050 ძირითადი საბრძოლო ტანკი, 80 თვითმფრინავი, 95 ვერტმფრენი, 250 უპილოტო საფრენი აპარატი, 12 სამხედრო-საზღვაო ხომალდი და 1000-ზე მეტი საარტილერიო სისტემა.
“ვაგნერის“ მებრძოლებს შორის მოკლულებისა და დაჭრილების კონკრეტული რაოდენობა 2023 წლის თებერვლის ბოლოდან უცნობია, სავარაუდოდ, დაჯგუფება მძიმე დანაკარგებს განიცდიდა 2023 წლის მაისის ბოლოს პოპასნიასა და ბახმუტიდან ძალების გამოყვანამდე“, - დასძინა ჰიპიმ.
.