უკრაინული მედიის ცნობით, ხარკოვის ოლქში, ქალაქ პერვომაისკიზე რუსეთის თავდასხმის შედეგად დაშავდა 31 ადამიანი, მათ შორის 9 ბავშვი.
„უკრაინსკა პრავდას“ ინფორმაციით, აფეთქების შემდეგ გაჩნდა ხანძარი, დაზიანდა ავტომობილები და საცხოვრებელი სახლები.
ხარკოვის ოლქის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ოლეგ სინეგუბოვის ცნობით, დაბომბვა ფეთქებადი ჭურვებით განხორციელდა.