წარმოუდგენელია ევროკავშირი უკრაინის, მოლდოვისა და ბალკანეთის ქვეყნების გარეშე,- ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა.
მან აღნიშნა, რომ თითქმის 500 დღე გავიდა უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან, რომლის დროსაც უკრაინელმა ხალხმა გამოავლინა შთამბეჭდავი სიმტკიცე და გამძლეობა.
„შგვიძლია წარმოვიდგონოთ ევროკავშირი უკრაინის, მოლდოვის, ბალკანეთის ქვეყნების გარეშე? და ის, რომ ეს ქვეყნები იმყოფებოდნენ რუსეთის ან ჩინეთის გავლენის ქვეშ? ეს წარმოუდგენელია. ასე, რომ მოძრაობის მიმართულება გასაგებია“, - განაცხადა ფონ დერ ლაიენმა.
მისი აზრით, სწორედ ამიტომ უვე ახლა ევროკავშირმა უნდა დაიწყოს დისკუსია იმაზე, თუ რა უნდა გააკეთოს, რომ ევროპა იყოს მთლიანი, რომ ეს ქვეყნები გახდნენ ევროკავშირის ნაწილი.