თავდაცვის ძალები თანდათან წინ მიიწევენ ბერდიანსკისა და მელიტოპოლის მიმართულებთ, ამასთან აღმოსავლეთში რუსები რამდენიმე მიმართულებით შეტევით მოქმედებებს ახორციელებენ. ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე ჰანა მალიარი Telegram-ზე წერს.
„მძიმე ბრძოლებით, მაგრამ თანდათან წინ მივიწევთ ბერდიანსკისა და მელიტოპოლის მიმართულებით. ჩვენი ჯარები აწყდებიან მტრის ინტენსიურ წინააღმდეგობას, მაგრამ ჩვენი ძლიერი სურვილი და დაუღალავი ბრძოლა ქმნის პირობებს სწრაფი წინსვლისთვის“, - წერს მალიარი.
ამასთან, მალიარის ცნობით, მტერი უტევს ავდიივკის, მარინკას და ლიმანის მიმართულებით, მისივე ინფორმაციით, რუსები წინ წავიდნენ სვატოვოს მიმართულებით.
„იქ მძიმე ბრძოლები მიმდინარეობს. მტერი უტევს ბელოგოროვკას, სერებრიანკას. ვითარება საკმაოდ მძიმეა“, - იუწყება მალიარი.
მისივე ცნობებით, ბახმუტის მიმართულებით სამხრეთ ფლანგზე უკრაინის თავადცვის ძალები წინ მიდიან, აქვთ ნაწილობრივი წარმატება, ჩრდილოეთით გრძელდება ბრძოლები, მტერმა იქ 2 სადესანტო-მოერიშე პოლკი გადაისროლა.