ესპანეთის პრემიერ-მინისტრი პედრო სანჩესი კიევში ჩავიდა.
უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ მსოფლიო ლიდერების ვიზიტების უმეტესობას არ აანონსებდნენ, თუმცა ესპანეთის მთავრობამ სანჩესის ვიზიტის შესახებ ჯერ კიდევ რამდენიმე დღის წინ განაცხადა.
სანჩესი კიევში შეხვდება უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის და უმაღლეს რადაში სიტყვით გამოვა.
„უკვე კიევში ვარ. ევროპის საბჭოს თავმჯდომარეობისას პირველად რაც მინდოდა გამეკეთებინა, ჩავსულიყავი უკრაინაში და შევხვედროდი ამ ქვეყნის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის. ვუცხადებ უკრაინის მთავრობას და პარლამენტს სრულ ევროპულ სოლიდარობას. ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინელი ხალხის მხარდაჭერას მანამდე, ვიდრე ევროპაში მშვიდობა აღდგება“, – დაწერ სანჩესმა „ტვიტერში“.
დღეიდან წლის ბოლომდე ესპანეთი ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანაა.