უკრაინული მედიის ცნობით, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ქართულ ავიაკომპანია Georgian Airways-ს სანქციები დაუწესა. ამასთან, პერსონალური სანქციები დაუწესდა Georgian Airways-ს დამფუძნებელ თამაზ გაიაშვილს.
ამასთან, მედიის ცნობით, სანქციების ქვეშ მოექცა 193 ფიზიკური პირი და 300-მდე კომპანია. მედია წერს, რომ იურიდიულ და ფიზიკურ პირებს სანქციები რუსეთის აგრესიის მხარდაჭერისთვის დაუწესდათ.
ავიაკომპანია Georgian Airways-ს სანქციები 10 წლის ვადით დაუწესდა.
შეზღუდვები ითვალისწინებს, აქტივების ბლოკირებას, სავაჭრო ოპერაციების შეწყვეტას, ფრენებისა და ტრანზიტების შეწყვეტას უკრაინის ტერიტორიაზე, ეკონომიკური და ფინანსური ვალდებულებების შესრულების შეჩერებას, ლიცენზიებისა და სხვა ნებართვების გაუქმებას.