უკრაინაში დაჯგუფება „ვაგნერის“ 21 ათასი მებრძოლი დაიღუპა, 80 ათასი კი დაიჭრა. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გამოცემა El Mundo-თან ინტერვიუში განაცხადა.
„იყო ვაგნერელების ორი კატეგორია: პროფსიონლი მებრძოლები და ციხიდან მობილიზებულები, საზარბაზნე ხორცი. ჩვენმა სამხედროებმა მოკლეს 21 ათასი და დაჭრეს 80 ათასი“, - განაცხადა ზელენსკიმ.
ზელენსკის თქმით, ასეთი კოლოსალური დანაკარგები იძლევა წარმოდგენის შესაძლებლობას რუსი დაქირავებულების რაოდენობის შესახებ. „კარგი ამბვი მდგომარეობს იმაში, რომ ჩვენ გავანადგურეთ რუსეთის ძალების შედარებით მოტივირებული ძალები“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.
მანამდე უკრაინის დაზვერვაში განაცხადეს, რომ "ვაგნერის“ აჯანყების შედეგებს შორის მნიშვნელოვანია რუსეთის ხელმძღვანელობის კომპრომეტირება და ის, რომ ევგენი პრიგოჟინის მებრძოლები აღარ იბრძოლებენ უკრაინის წინააღმდეგ.