აშშ-ის ხელისუფლება ამ დრომდე არ ფლობს საკმარის ინფორმაციას დაჯგუფება „ვაგნერის“ და მისი მებრძოლების ადგილსამყოფელის შესახებ.
ამის შესახებ თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების უფროსმა, ჯონ კირბიმ ბრიფინგზე განაცხადა. იუწყება CNN.
„ჩვენ არ გვაქვს ინფორმაცია, რომელსაც საკმარისად საიმედოდ მივიჩნევდით მისი {პრიგოჟინის} ადგილსამყოფელის დასადასტურებლად“, - განაცხადა კირბიმ.
მან გაიხსენა პენტაგონის მიერ ცოტა ხნის წინ გაკეთებული განცხადება, რომ „ვაგნერის“ მებრძოლების ნაწილი ჯერ კიდევ უკრაინაში იმყოფება, მაგრამ „გაურკვეველია რა რაოდენობით არიან და რას აკეთებენ.“
„ჩვენ არ გვაქვს მკაფიო წარმოდგენა იმაზე, თუ სად იმყოფება ბატონი პრიგოჟინი ან მისი მებრძოლები“, - თქვა კირბიმ.