მინდა, გითხრათ, არ მაინტერესებს არც თმის ფერი, არც ორიენტაცია და არც არაფერი საერთოდ, ყველა, ვინც ხელს აღმართავს ჩვენს პოლიციაზე, სახელმწიფო იქნება დაუნდობელი და უკომპრომისო, ეს დაიმახსოვრეთ ყველამ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში წლიური მოხსენებისას განაცხადა.
როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, ხელისუფლება ქაოსს და ანარქიას არ დაუშვებს ქვეყანაში.
„თქვენ ახსენეთ ახალგაზრდებთან დაკავშირებით, თითქოს მე ვიღაცა თმის ფერის გამო გავაკრიტიკე, რას ნიშნავს, ახლა მთავარი მინდა, გითხრათ, არ მაინტერესებს არც თმის ფერი, არ მისი ორიენტაცია და არც არაფერი საერთოდ, ყველას მიმართა, ვინც ხელს აღმართავს ჩვენს პოლიციაზე, სახელმწიფო იქნება დაუნდობელი და უკომპრომისო, აი ეს დაიმახსოვრეთ ყველამ. არ მაინტერესებს არავის არც თმის ფერი და არაფერი. გამოვიდა, პოლიციას პირდაპირ მოლოტოვის კოქტეილი ესროლა და ცოცხლად დაწვა გადაწყვიტა ვიღაც ბინძურმა, არ მაინტერესებს ვინც არის, ამას გეტყვით აღშფოთებით, მე აქ ვიქნები აბსოლუტურად შეუვალი და უკომპრომისო. არავის ვაპატიებთ ასეთ რაღაცას, ეს არის სახელმწიფოა წინააღმდეგ ხელის აღმართვა, ეს კარგად დაიმახსოვროს ყველამ.
ახლა გამოვიდნენ, დაიცვან, რატომ არ იცავენ, რატომ არ გამოყავთ ციხიდან, ვერავინ გამოიყვანს და ვერავინ აპატიებს ამ მძიმე დანაშაულს. რა შუაშია თმის ფერი, ვინმეს ორიენტაცია, ჩვენ ეს არ გვითქვამს ამ კონტექსტში. აქ რამდენჯერმე გამოვიდნენ სხვები, თქვეს, რომ სატანისტები უძახა ახალგაზრდებსო, ეს არის დიდი ტყუილი. მე ვთქვი შემდეგი რაღაც და ამაზე პასუხისმგებელი ვარ, რამდენიმე ახალგაზრდა მეთქი, თქვენ ამოწიეთ ჩემი ინტერვიუ და გაძლევთ სიტყვას ასე იყო,. მართლა დავინახე მე, გავეცანი მასალებს პოლიციიდან და საგამოძიებო სამსახურებიდან , ჩვენ თვითონ დავინტერესდით, ვინ იყვნენ ეს ადამიანები რაღაც გაურკვეველი ფორმებით და ა.შ. გავარკვიეთ, რომ არსებობს სექტები და გარკვეული ტვინარეული, გზააბნეული ერის შვილები, დავარქვათ ასე. ეს ახალგაზრდა შეიძლება, ამ ანარქისტების ჯგუფის წევრი იყო. არ მაინტერესებს ახალგაზრდაა, ძველგაზრდაა, ვინ არის. მთავარი გითხარით და დაიმახსოვროს ყველამ კარგად, რომ ჩვენ არ დავუშვებთ ქაოსს და ანარქიას“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.