რატომ გქონდათ რაღაც ბავშვური ილუზია, რომ სტატუსის არმოცემის შემთხვევაში, რევოლუციას მოაწყობთ, ვერაფერს მოაწყობთ, კარგად დაიმახსოვრეთ, ვიქნებით უკომპრომისო თქვენს ბინძურ პროვოკაციებაზე, – ასე მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებს პარლამენტის სხდომაზე, სადაც წლიური ანგარიში წარადგინა.
როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, ამ ადამიანებს არ სურთ, ევროკავშირში ქვეყნის გაერთიანება „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში.
„წინააღმდეგი ხართ, რომ დღეს მივიღოთ კანდიდატის სტატუსი, ხომ ასეა? თქვენ ხართ წინააღმდეგი. რეზოლუცია, მიაღებინეთ და არაფერი გააკეთეთ, რომ დაგებლოკათ. ეს რეზოლუცია იყო მტრობა, პირდაპირ ზურგში ლახვარის ჩარტყმა ისტორიულ მომენტში. რატომ გქონდათ რაღაც ბავშვური ილუზია, რომ სტატუსის არმოცემის შემთხვევაში რევოლუციას მოაწყობთ, ვერაფერს მოაწყობთ, კარგად დაიმახსოვრეთ, ვიქნებით უკომპრომისო თქვენს ბინძურ პროვოკაციებაზე. მაგის ილუზია არ გქონდეთ. მთავარი, ბოლო ჯოკერი გაითამაშეს თავიანთი განადგურებული ბელადის შემოგზავნით, ყველა გეგმა ჩაგეფუშათ. მინდა, კითხვა დაგისვათ – წინააღმდეგი იქნებით თუ არა, რომ ჩვენი ხელისუფლების დროს გაერთიანდეს ჩვენი ქვეყანა ევროკავშირი. ამ კითხვაზე გაგვეცით პასუხი. მე 100 პროცენტით დარწმუნებული ვარ, ამ ადამიანებს არ სურთ, ჩვენი ქვეყნის გაერთიანება ჩვენი ხელისუფლების პირობებში. ეს არის რეალობა“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.