„ნაციონალური მოძრაობის“ განცხადებით, პარტიის თავმჯდომარეს, ლევან ხაბეიშვილს კასპში მოსახლეობასთან შეხვედრისას, მას ადგილზე „ქართული ოცნების“ აქტივისტები, გორის და კასპის საკრებულოს წევრები, ასევე სიპების და აიპების თანამშრომლები მიუვარდნენ, დაუზიანეს პირადი ავტომობილი, შეხევდრის ჩაშლა სცადეს და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.
„კასპში, სადაც ვხვდებოდით მოქალაქეებს, მოგვიქსიეს საკრებულოს წევრები, „ქართული ოცნების“ აქტივისტები, სიპების და აიპების თანამშრომლები, ილანძღებიან, იგინებიან. ცხადაია ეს ყველაფერი არის ორგანიზებული და სადაც არ უნდა წავიდე მომყვებიან, ეს იქნება კასპი, გარდაბანი თუ სადაც ვიქნები, დამყვებიან და ამით ჰგონიათ რომ ამით შეგვაშინებენ.“ - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.