საქართველოს პარლამენტის წევრები ანა ბუჩუკური, სალომე სამადაშვილი, ხათუნა სამნიძე და ხატია დეკანოიძე გერმანიის ბუნდესტაგის დელეგაციას შეხვდნენ.
შეხვედრაზე საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს.
ოპოზიციონერმა დეპუტატებმა გერმანელ კოლეგებს საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებზე საკუთარი ხედვა გააცნეს და 12-პუნქტიანი რეკომენდაციის შესრულების მნიშვნელობა აღნიშნეს.
„გერმანელ სტუმრებთან გამართულ შეხვედრაზე კანდიდატის სტატუსზე და საქართველოში შექმნილ იმ მძიმე ვითარებაზე ვისაუბრეთ, რომელიც ძალადობის და პროპაგანდის კუთხით არსებობს. ხაზი გავუსვით თუ რამდენად მნიშვნელოვანია საქართველოსთვის ევროინტეგრაციის კურსის შენარჩუნება და ევროკავშირის წევრის სტატუსის მოსაპოვებლად რეკომენდაციების შესრულება“, - განაცხადა პოლიტიკური ჯგუფის „ევროოპტიმისტების“ წევრმა ხატია დეკანოიძემ.