„მე დარწმუნებული ვარ, რომ სანქციების ჯგუფის ვიზიტი უკავშირდება ბიძინა ივანიშვილს და მის კლანს, რადგან სწორედ ისინი ეხმარებიან პუტინს სანქციების გვერდის ავლაში,“ - ამის შესახებ განაცხადა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა.
მისი თქმით, ამ ადამიანების წინააღმდეგ სანქციები აუცილებლად ამოქმედდება.
„ჩვენდა სამწუხაროდ, საქართველოში გარკვეული ოლიგარქები დაწყებული ვანო ჩხარტიშვილით, გაგრძელებული უჩა მამაცაშვილით ,რუხაძით ფარცხალაძით,ხიდაშელით,ბიძინა ივანიშვილით დაკავებულები არიან , რომ სანქციების გვერდის ავლით მოხდეს სხვადასხვა ტვირთი ევროკავშირის ქვეყნებში იქნება ეს ოქრო,იქნება ეს ნავთობი,იქნება ეს შავი ფულის „გაქეშება“. შესაბამისად, მე დარწმუნებული ვარ, რომ ამ ადამიანების წინააღმდეგ სანქციები აუცილებლად ამოქმედდება და შეგახსენებთ, რომ უკრაინის ხელისუფლებას ჩემს მიერ ჩამოთვლილ ადამიანებზე უკვე ხელი აქვს მოწერილი და დასანქცირებული ჰყავს .უკრაინის ხელისუფლების მხრიდაn ეს ხალხი დასანქცირებული ჰყავს, ზელენსკის მხრიდან და დარწმუნებული ვარ, რომ აი, ამ რუს ოლიგარქებს, ვინც რუსებს ეხმარებიან უკრაინასთან ომში, აი, ამ ტერორისტული საქმიანობის ჩადენაში ვინც ეხმარება ჩვენი ქვეყნის ოკუპაციაში რუსებს, აუცილებლად მოხვდებიან სანქციების ქვეშ და მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს ჯგუფი სწორედ, აი, ამ ინფორმაციის გაცვლისთვის არის ჩამოსული, რომ მათ ზუსტად უნდა იცოდნენ, რომ ჩვენს პარტნიორებს ყველა ინფორმაცია აქვთ მათი რუსული საქმიანობის შესახებ,“ - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.