ლიეტუვის პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა მოულოდნელი ვიზიტით კიევში ჩავიდა, სადაც უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენკისთან ერთად მონაწილეობას მიიღებს უკრაინის კონსტიტუციის მიღების 27 წლისთავთან დაკავშირებულ ღონისძიებებში.
ლიეტუვის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ნაუსედა ზელენსკისთან ერთად განიხილავს ვილნიუსში, ივლისში დაგეგმილ ნატო-ს სამიტის დღის წესრიგს, ასევე ევროკავშირში უკრაინის გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებებს და უკრაინისთვის ლიეტუვისა და ევროკავშირის დახმარებასთან დაკავშირებულ საკითხებს.
ნაუსედა კიევში ჰააგიდან ჩავიდა, სადაც ნატო-ს წევრი 7 სახელმწიფოს ლიდერთან ერთად უკრაინის შემდგომი დახმარების საკითხები განიხილა.
გუშინ ჰააგაში გიტანას ნაუსედამ განაცხადა, რომ ლიეტუვამ შეიძინა NASAMS-ის ორი გამცვები დანადგარი, რომლებსაც უკრაინას გადასცემს.